საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მედიკოსს კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა და „COVID-19“ იქ დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საგარეჯოს მერიასთან ბრიფინგზე ოფიციალური განცხადების გაკეთება იგეგმება.