ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს სამი დღის ვადაში იმ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს გადაუგზავნის, რომლის მიხედვით საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა უნდა განაახლოს.
შესაძლოა, მეტრომ და ავტობუსებმა მუშაობა 22 მაისის შემდეგ განაახლონ.
აღსანიშნავია, რომ მგზავრობის დროს მოქალაქეებს პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ.განხორციელდება ტემპერატურის მონიტორინგი.
თუ რა რაოდენობის მგზავრების გადაადგილება იქნება დაშვებული, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამ დროისთვის საბაზისო რეკომენდაციებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.