საზღვარგარეთ COVID19-ს საქართველოს 13 მოქალაქე ემსხვერპლა

საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის გამო საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნებში კორონავირუსით საქართველოს 45 მოქალაქე დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის “კოვიდ19”-ს 623 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 288 ადამიანი გამოჯანრთელდა, 10 კი – გარდაიცვალა.