სალომე ზურაბიშვილი – პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა

პანდემიამ ყველა გამოწვევების წინაშე დააყენა და ყველას ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა,-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობსას განაცხადა, რომელიც Covid19-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს მიეძღვნა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი მულტილატერალიზმი და არა ნაკლები, რადგან საზღვრების გარეშე კატაკლიზმების დამარცხება მხოლოდ შესაძლებელია საზღვრებს გარეშე სოლიდარობით. გაერო უნდა იყოს წამყვანი ძალა მულტილატერალიზმის განახლების საქმეში.

გლობალური დახმარების იდეა, ახალი მარშალის გეგმა უნდა იქნას შესწავლილი და მხარდაჭერილი. განსაკუთრებული პერიოდი განსაკუთრებულ რეაგირებას იმსახურებს. მდგრადი განვითარება ხვალის არჩევანი აღარ არის. მდგრადი განვითარების მიზნები ამჟამინდელი აუცილებლობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.