სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლაზე აკრძალვა მოიხსნა

სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

შეგახსენებთ, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, გარდა მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, 17 აპრილიდან იყო აკრძალული.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იზღუდება, რომელიც სოციალურ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისიდან აღარ მოქმედებს.