სასტუმრო “რუსთავში” საკარანტინე სივრცე დაიხურა

 ბიზნესცენტრ “სასტუმრო რუსთავის” საკარანტინო სივრცე გაუქმდა. ჯამში “სასტუმრო რუსთავის” შენობაში, 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ,ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ კარანტინში ორი თვის განმავლობაში ,3 500-მდე პირი იმყოფებოდა.

 თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მოქალაქეთა ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

ბიზნესცენტრი სასტუმრო რუსთავი, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სტუმრებს ჩვეულ რეჟიმში, ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპზე, 6 ივლისიდან მიიღებს.