საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, 24 ივლისამდე გახანგრძლივდეს

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის განცხადებით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტს გადაეგზავნება.

ინფორმაციისთვის, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 24 მარტს გამოცხადდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 24 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.