საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 178 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რაოდენობამ თითქმის 26 ათასს მიაღწია.

თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, კლების დინამიკა შეინიშნება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ამჟამად 2961 მკურნალობას, რაც 25 მარტის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში კი, საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 200-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული.