საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად დამატებით რეისია დანიშნული

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 10 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დაბრუნებულია.

მისი თქმით, გარდა ამისა, დაგეგმილია დამატებით 5 რეისი, რომლებიც ლონდონიდან, ამსტერდამიდან, ლარნაკადან, ათენიდან და რომიდან შესრულდება

„მოქალაქეთა დაბრუნება ხორციელდება სამი გზით – საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით. ამ დროისთვის განხორციელდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 61 ავიარეისი. 9 მაისის ჩათვლით, ხვალ გვექნება ბერლინიდან რეისი და ამის შემდეგ საგანგებო სიტუაციის პირობებში, კიდევ დამატებით ახალი რეისები განისაზღვრა“, – განაცხადა ზალკალიანმა.