საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი, გარდაცვლილი დილით ნახეს.
მამაკაცი, ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ლტოლვილებისა და არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგი ედებოდა ბრალად.
მამაკაცის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში იყო დანიშნული.