საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დაღუპულია 1939 წელს დაბადებული, 81 წლის ქალბატონი.
„დღევანდელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეის მონაცემებით ჩვენ გვაქვს ხუთი ახალი შემთხვევა ინფიცირების, 11 გამოჯანმრთელებული და სამწუხაროდ, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალბატონი, 81 წლის. ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციის ადა პანდემიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი და როგორც ჩანს, ეს ვირუსი ჩვენთან დარჩება დიდხანს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, სპეციალური ვებგვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში აღნიშნული ვირუსით სულ 12 ადამიანია დაღუპული.