სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან გამოიდარებს.
ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს – დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მომატებაა ნავარაუდები 15 მაისიდან – 17,18 და 19 მაისს შესაძლებელია 30-31 გრადუსი სითბო დაფიქსირდეს.