საქართველოში დღეს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.