საქართველოში კორონავირუსისაგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა. ბოლო მონაცმებით, კარანტინშია 5 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 7 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.