საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის 207 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5066 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 528.

საქართველოში ინფექციას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ  საქართველოს  3 მოქალაქეა გადმოყვანილი.