კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 240 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ხოლო , ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11-ით გაიზარდა და 604 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი.

ინფორმაციისთვის,ინფიცირებული  9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.