საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში 610 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა. 610 ადამიანიდან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497 პირი.