საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, კორონავირუსისგან საქართველოში 269 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განთავსდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497 პირი.