საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ19-ის 615 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 9 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 002 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485.