საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 275-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში 275 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 პაციენტი, 9 კი – გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –485 პირი.