საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 623 გახდა. ინფოპრმაცია ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამასთან, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 288 გახდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.
ამ დროისტვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.