საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 45 წლის ასაკის ქალია.
ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის პარალელურად, ინსულტი განუვითარდა.
შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4723, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –446 პირი.









