საქართველოში კორონავირუსისგან 309 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმართლდა და ქვეყანაში ჯამში, ამ დროისთვის COVID19-ისგან 309 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 635 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება, ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 452 პირი.