საქართველოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა.ამ დროისთვის სულ  638 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 317 გახდა.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 პირი.

საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.