საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 32 ადმიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან ჯამში 349 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 პირი.