საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 639-ს შეადგენს. მათგან 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 414 პირი.