საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა – ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 642 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი.
ინფორმაციისთვის, 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.









