საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 647-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 647 გახდა. მათგან 372 გამოჯანმრთელდა, 11 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.