საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID19-სგან 372 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4 373 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 პირი.
სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 647-ს შეადგენს.