საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 667-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა. ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 667-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

667 ადამიანიდან 383 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამ ეტაპზე საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4233 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 373 პირი რჩება.