საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 393-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. 

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 671 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის სტაციონარებში „კოვიდ19“-ზე 266 ადამიანი მკურნალობს.