საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 683 შემთხვევაა დადასრურებული. მათგან 419 გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით,  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი.

ამასთან, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დღეს ბოლნისში გამოვლინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტას უკავშირდება, ორი კი – სოფელ მუშევანს.