საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 701 შემთხვევაა დადსტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი შვიდით გაიზარდა და 432 შეადგინა.
ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით მკურნალობს სულ 257 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე 39 573 პირს ჩაუტარდა.