საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 432-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან ​კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID19-გან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 432-ს შეადგენს. ამის შესახებ  ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 701 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე 39 573 პირს ჩაუტარდა.