საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 713 შემთხვევა არის დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
713 პირიდან 475 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი – გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3 519 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 351 პირი.









