საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 485 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი.