საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე STOPCOV.GE ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 732 შემთხვევაა დადასტურებული. 14-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  და ამ ეტაპზე 537-ს შეადგენს.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.