საქართველოში ნამკურნალებ პაციენტებში კორონავირუსის სიმპტომები დასახელდა

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ ნამკურნალებ პაციენტებში კორონავირუსის სხვადასხვა სიმპტომის სიხშირე დაასახელა.

მათივე განცხადებით, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან პრაქტიკულად არცერთი არ არის პათოგნომური რომელიმე ერთი დაავადებისათვის, მათ შორის COVID-19-ისთვის, ამიტომ დიაგნოზის დადასტურება ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაბორატორიული გამოკვლევით.

„ჩვენი აზრით, ჩამოთვლილი სიმპტომებიდან საყურადღებოა ყნოსვის დაკარგვა და გემოს ცვლილება, რომლებიც შედარებით იშვიათია სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, ხოლო COVID-19-ით ავადმყოფებში ისინი გხვდება დაახლოებით შემთხვევათა მესამედში და ძირითადად ადრეულ სტადიაზე“, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში და აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა კლინიკის და/ან ქვეყნის მონაცემებით სიმპტომების პროცენტული განაწილება შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

  • ცხელება – 84%
  • ზოგადი სისუსტე – 39%
  • ყელის ტკივილი – 36%
  • ხველა – 34%
  • ყნოსვის დაკარგვა / გემოს ცვლილება – 33%
  • კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით ბეჭის და წელის მიდამოში)–20%
  • თავის ტკივილი – 17%
  • სუნთქვის გაძნელება – 13%
  • სახსრების ტკივილი – 13%
  • ზეწოლა/ტკივილი გულმკერდის არეში- 10%
  • სურდო – 9%
  • დიარეა – 8%
  • თავბრუსხვევა – 7%
  • მუცლის ტკივილი – 5%
  • გაბრუება/ცნობიერების დაბინდვა – 3%
  • აგზნებადობა/გაფანტულობა – 3%
  • ციანოზი – 2 %
  • უსიმპტომო – 2%
  • გამონაყარი – 0 %

საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.