საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი – აღმოსავლეთ საქართველოში ქარისა და წვიმის გაძლიერებაა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების განცხადებით, დღეს, დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ელჭექი.
8 მაისს, ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი 15- 17 გრადუსამდე. იწვიმებს უმეტეს რაიონებში და ეს წვიმა 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, ტემპერატურის მომატება არ არის ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარის გაძლიერება . რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 23-დან 25 გრადუსამდე.
დღის პირველი ნახევარი მზიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია ზოგიერთ რაიონში სეტყვა და ქარის გაძლიერება.
11 მაისიდან აღმოსავლეთ საქართველოშიც დღის პირველი ნახევრიდან უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.