საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 635–მდე გაიზარდა. მათგან 309 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 452 პირი.