საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევა არის დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 557-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.