საქართველოში COVID19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 16-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევა არის დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 573-ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.