„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება Tv4-ზე 12-05-2020 (+ვიდეო)

“ღია ეთერის ” სპეციალური გამოშვება Tv4-ზე -კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ქვემო ქართლის რეგიონიდან,მხარეში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.  ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID-19 ხუთმა ადამიანმა დაამარცხა, თეთრიწყაროში ვირუსული ინფექციისგან განიკურნა 6 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღესვე,საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა- მთავრობა ფერმერებს, რომლებსაც ერთი ჰექტარი მიწა აქვთ რეგისტრირებული , 200 ლარით დაასუბსიდირებს. ფერმერები თავისუფლდებიან საირიგაციო გადასახადისგანაც

საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა,საბჭოს გადაწყვეტილებით დიდი ქალაქების სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლები დარჩებიან.

გადაცემის მეორე ბლოკში– რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპზე “ღია ეთერის” კითხვებს პასუხობს.

ექთნების საერთაშორისო დღეს “ღია ეთერის” სპეციალური გამოშვებისთვის, ინტერვიუ ადამიანთან,რომელიც ფრონტის წინა ხაზზე რეგიონში იბრძვის-“ღია ეთერში” ექთანი ბოლნისიდან.  

.

🔊 #გადაცემა "ღია ეთერი"-ნანუკა მაღლაკელიძესთან ერთად 🔊 პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში🔊COVID-19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან📣დღეს "ღია ეთერში" 📣ქვეყანასა და მხარეში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება📣ექთნის საერთაშორისო დღე-ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი სამედიცინო პერსონალი "ღია ეთერში"📣პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი-კითხვებს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს

Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 12 mei 2020