საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. სტიქიამ ჭალოვანის, ჭალის, კორბოულის და მერჯევის თემის სოფლები დააზარალა.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია სახნავ-სათესი მიწები და სავარგულები.
მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამ წუთებში ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.