შოთა რეხვიაშვილი-რეკომენდაციების დაუცველობისთვის წარმოებები დაჯარიმდებიან

14 მაისიდან, არის დაგეგმილი,რომ გაიხსნება რუსთავი და შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტები, დაკარგავს თავის მნიშვნელობას და მოიხსნება-ამის შესახებ tv4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა. 

მხარის პირველი პირის განცხადებით, მას შემდეგ ,რაც ქალაქი გაიხსნება, სასაფლაოებთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოიხსნება და საკითხი ეტაპოვრივად დარეგულირდება. 

“14 მაისიდან, არის დაგეგმილი,რომ გაიხსნება რუსთავი და შესაბამისად, საკონტროლო გამშვები პუნქტები, დაკარგავს თავის მნიშვნელობას და მოიხსნება. ქალაქის გახსნასთან ერთად მოიხსნება შეზღდვები სასაფლაოებთან დაკავშირებითაც”-განაცხადა შოთა რეხვიაშილმა

ამასთან ,  შოთა რეხვიაშვილმა დღეს გაუქმებული შეზღუდვების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა,რომ ობიექტების მონიტორინგი სხვადასხვა უწყების ჩართულობით განხორციელდება და ყველა წარმოებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს. 

“საცალო და საბითუმო ობიექტების გახსნასთან  დაკავშირებით, ბევრი უწყებაა ჩართული მონიტორინგში ,შრომის ინსპექცია ,გარემოს დაცვა, ფინანსური ,შემოსავლების სამსახური, ყველა ერთობლივად ვაკეთებთ ზედამხედველობას, სადაც დასაცავია ეს რეკომენდაციები  .ყველა ის არსებული რეკომენდაცია. რომლის  გარეშეც ეს  კომპანიები დაჯარიმდებიან და აღარ მიეცემათ საშუალება სამუშაოები გააგრძელონ.  დღესაც ვიყავით, ეს ინსტურქციები გავეცით, დასაცავია ის წესები ,რაც აგვარიდებს ეპიდემიის გავრცელებას. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა