საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეისთვის საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად გააახლებს საქმიანობას.
„საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აგრარული ბაზრები უკვე ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონშიც,მათ შორის რუსთავში სამი ღია და დახურული ტიპის აგრარული ბაზარი.მუშაობა გაახლა ბაზრებმა მარნეულსა და გარდაბანშიც.