სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ათი პირი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაჰყავთ.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, თითქმის ერთსაათიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა, რომ ინფიცირებულები გადაყვანილი იქნებიან კლინიკებში.

„გუშინდელი ინციდენტი ამოწურულია, ათივე ინფიცირებული პირის გამოყვანა მოხერხდა. პროტესტის მიზეზი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს პრაქტიკულად არც ერთს არ ჰქონდა სიმპტომი, თავს არ მიიჩნევენ დაავადებულად. მათ ქონდათ გარკვეული პროტესტი სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე. ამას დაერთო ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ადგილობრივი საზოგადოებისა იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და მათმა პროტესტმა მიიღო მძაფრი ხასიათი, რაც გამოიხატა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფაში და გარკვეულ აგრესიულ ქმედებებში. თუმცა არც ერთი დაზარალებული პირი არ გვყავს, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ არავისთვის,” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

სოფელ მუშევანში კორონავირუსი ათ პირს გუშინ დაუდასტურდა. გუშინდელ ინციდენტზე გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ  მცირედით დაზიანდა ორი ავტომანქანა. სოფელ მუშევანში ზომები 25 აპრილის შემდეგ გამკაცრდა, რაც კორონავირუსის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

📢ბოლნისში, სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული ათივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს📢რას აცხადებს ბოლნისის…

Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 2 mei 2020