ბოლნისის მუნიციპალიტეტში COVID 19 – ის ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც TV4-სთვის გახდა ცნობილი, პაციენტი სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებია.
ინფიცირებულის მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა ინფექციის წყაროს დადგენა.
დღეს სოფლის გარე უბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით, მოხდება მოლეკულური კვლევისთვის მოსახლეობიდან ნიმუშების აღება. ადგილზე 3 ბრიგადა იმუშავებს – 1 ადგილობრივი და 2 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში სულ 163 დადასტურებული შემთხვევა, აქიდან 76 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.