სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.ინფორმაციას მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად , ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მოინახულა.
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლამდე მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის 595 000 ლარამდე დაიხარჯება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 485 გრძივი მეტრი კი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება.