ახალი კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა მხეიძის ბიუროსა და ქალაქის სამრეწველო დაწესებულებების ჩართულობით, რუსთავში მცხოვრებ 100-ს ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა.
კომპანია “ჰაიდელბერგმა” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროს 100 სასურსათო პაკეტი გადასცა, რომლებიც მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.
პაატა მხეიძის განცხადებით, ეს არის მორიგი სოციალური აქცია პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რომელიც ერთჯერადი ხასიათის არ იქნება.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავს აქტივობას კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ამ დრომდე, რუსთავში სასურსათო დახმარება მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხითა და შემოწირულობებით 12 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია.








